“საქართველოს ბიზნესასოციაციის” წარმომადგენლები გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

“საქართველოს ბიზნესასოციაციის” წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ.
როგორც გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში ეს არის, სავარაუდოდ, მისი ბოლო შეხვედრა ბიზნესასოციაციასთან.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გულწრფელი საუბარი პრობლემებსა და მიღწევებზე”, – განაცხადა ქადაგიძემ.
თავის მხრივ, საქართველოს ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას ასევე საინტერესო უწოდა.
“მე პირადად საკმაოდ ოპტიმისტურად განვეწყვე იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვაჩვენა, შემიძლია დღეს მეც დარწმუნებით ვთქვა, რომ როგორც ჩანს, ჩვენ ლარის სტაბილურ მაჩვენებელს მივაღწიეთ. თუ გარე ფატორების მხრივ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ლარის კურსი დასტაბილურდა, ალბათ, გამყარდება, რაც ძალიან დამაიმდებელია ბიზნესისთვის. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ კურსთან მიმართებაში მივედით იმ ეტაპზე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური კურსი მივიღეთ. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ეკონომიკაზე, ქვეყანაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე, მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ იმპორტ-ექსპორტის მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის ეს კურსი არის შენარჩუნებული”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ვერ წარმოიდგენთ, ტერორისტული იდეოლოგიის თვალსაზრისით რა შორს არის პროცესი წასული”
შემდეგი სტატიაოჯახში ძალადობის წინააღმდეგ თვითმმართველობების როლი იზრდება