საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თბილისის გამწვანების კამპანიაში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამწვანების პროექტების განხორციელების შესახებ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მოწოდებას ეხმაურება. ასოციაციაში ადასტურებენ მზადყოფნას, წევრ კომპანიებთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ გამწვანების კამპანიაში.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურადაა ჩართული იმ პროექტების განხორციელებაში, რაც დედაქალაქის თუ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

„ჩვენთვის, ბიზნესისათვის ეკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის მიმართ ყურადღება და ძალისხმევა, ვფიქრობთ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა. ბატონი მერის მოწოდება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამწვანებაზე, ეკოლოგიაზე ზრუნვით ჩვენ ერთობლივად და ორგანიზებულად, ეტაპობრივად შევძლებთ უზრუნველვყოთ დედაქალაქის განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნავენ ბიზნეს ასოციაციაში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაპრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა, ამიტომ ვინც ვალდებულია პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა უნდა აიღოს