საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 50 000 ლარით დაეხმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:

„მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგული ადამიანების დახმარება დროულად მოხერხდება.

გვსურს გამოვხატოთ ბიზნესის სრული თანადგომა და მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებაში“ – წერია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა