ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული საბანკო რეგულაციები გადასახედია, ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ.
ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო.
„ვფიქრობთ, იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებული რისკების გათვალისწინებით, საბანკო რეგულაციების ზოგიერთი მოთხოვნა იყო გადაჭარბებული. ამ თემაზე ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან არაერთხელ გვქონია შეხვედრა და მომავალშიც გვექნება პროფესიული დისკუსიები, სადაც გვინდა შევჯერდეთ იმ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც იქნება მიმართული ბიზნესგარემოსა და მთლიანად საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ“, აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.