„საქართველოს ბანკმა“ 300 000 000 აშშ დოლარის 9.5%-იანი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა

„საქართველოს ბანკმა“ 300 000 000 აშშ დოლარის უვადო, სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციებზე ფასი 9.5%-თ განისაზღვრა. ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities. ტრანზაქციის თანამენეჯერია „გალტ & თაგარტი“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„ტრანზაქციის ზომა და ფასი იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისა, თუ როგორ გაძლიერდა ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და როგორ და სულ უფრო მეტად იზრდება ბანკის ნდობა ინვესტორების მხრიდან,“- აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის წამყვანი საინვესტიციო ბანკი- Peel Hunt ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას.

„მოხარული ვარ, რომ დღეს „საქართველოს ბანკის“ ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. ჩვენ 300,000,000 აშშ დოლარის 9.5%-იანი უვადო სუბორდინირებული ბონდები გამოვუშვით, რომლის განთავსებაც ირლანდიურ საფონდო ბირჟაზე მოხდება. ეს ტრანზაქცია არის იმის დასტური, რომ ინვესტორების მაღალ ინტერესსა და ნდობას ვიმსახურებთ“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

ფასიანი ქაღალდების განთავსება ირლანდიის საფონდო ბირჟაზე იგეგმება და მათი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ გაშვებული 40 “შაჰიდიდან” 37 ჩამოვაგდეთ – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა