საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა, რაც მათ პარტნიორ ობიექტებში შოპინგისას დახარჯული თანხის 30%-ის დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

მხოლოდ 8 და 9 ნოემბერს, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 50 ლარს). შეთავაზება ვრცელდება საქართველოს ბანკის ყველა იმ პარტნიორ მაღაზიაში, სადაც  ნაწილ-ნაწილით გადახდა ხელმისაწვდომია.

პარტნიორ ობიექტების ჩამონათვალს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე, თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს,  რასაც ერთიანად გადაიხდიდით. ნივთის ჯამური ფასი არ გიძვირდებათ.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: „ოპოზიციამ უნდა დაივიწყოს ყველა ძველი წყენა და ყველამ სამიზნე გაასწოროს ივანიშვილზე“