15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისების გამარტივებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, მომხმარებლებს Western Union-ის სისტემით თანხის გაგზავნისას საკომისიოზე 50%-იანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

შეთავაზება მოქმედებს საქართველოდან საზღვარგარეთ Western Union-ის სისტემით განხორციელებულ ფულად გზავნილებზე. შეთავაზებით სარგებლობა       13 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის, Western Union არის საერთაშორისო ფულადი გზავნილების სერვისი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თანხის სწრაფად გაგზავნა და მიღება შეუძლიათ. კომპანია 200-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე ოპერირებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი ოფიციალურად გადასცა
შემდეგი სტატიარუსთავის №17 ციხეში ნარკოტიკული საშუალების შეტანას ცდილობდნენ