33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ

 

5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე,  (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას  ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.

გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება. ის ფიზიკური პირი, ვინც გამოფენაზე პროდუქციას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეიძენს,  30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი).

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით ისარგებლოთ. ქეშბექი კი  ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას:

  • LILE
  • Rcheuli
  • Akhvlediani ceramics
  • Lecobs
  • Tilisma
  • Lucy’s Toys • ლუსის სათამაშოები
  • კომბლე
  • MaNo – Leather accessories
  • Strawberro
  • თვითშემეცნებითი დღიურები
  • myceramics
  • მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები
  • BE
  • RAMA

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში – პარასკევიდან კვირის ჩათვლით – სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

 

banner
წინა სტატიაში“ანუ ახლა აღარ კლავს ის წამლები და ახლა აღარაა ფულის ფლანგვა ბავშვების დახმარება?”- გვარამია “ოცნებას”
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს