17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი

საქართველოს ბანკის მობილბანკის მომხმარებლებს ჩატბოტთან კომუნიკაციისთვის, ტექსტის აკრეფის გარდა, ახლა უკვე ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაც შეუძლიათ. სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საბანკო საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვა ხმოვანი სახით გაგზავნოს და პასუხი იმავე სისწრაფით მიიღოს. რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა მომხმარებელს ტექსტის აკრეფის დრო ან შესაძლებლობა არ აქვს.

ტექნიკურად პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: მომხმარებელი იწყებს ხმოვანი შეტყობინების ჩაწერას, რომელსაც Speech-to-Text ტექნოლოგია ტექსტად გარდაქმნის და შემდეგ ჩატბოტს უგზავნის, პასუხს კი დაუყოვნებლივ იღებს.

ფუნქციონალი მობილბანკის ჩატბოტის განახლების ნაწილია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური საბანკო საკითხები დახმარების გარეშე, სწრაფად და მარტივად მოაგვაროს, მათ შორის შეძლოს ბარათის მართვა, PIN კოდის შეცვლა, ანგარიშის რეკვიზიტებისა და ამონაწერის მიღება, Lifestyle შეთავაზებების გაცნობა თუ ბოლო ტრანზაქციების ნახვა.

გამოცადეთ ჩატბოტის შესაძლებლობები საქართველოს ბანკის მობილბანკში

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაგიორგი ჭიღლაძის ადვოკატი: გიზიარებთ სასტუმროს ვიდეო-კამერის ჩანაწერს, სადაც ჩანს რუსი დამსვენებლების ქმედება