საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში“ გაიმართება

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღონისძიებების ორგანიზებას. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, 18 და 19 მარტს, 2-დღიანი ვორქშოპი ჩატარდება. ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. შეხვედრას გაუძღვება ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, დანიელ მათერი.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად განიხილონ შემდეგი საკითხები:

  • როგორ ამოიცნოთსაკუთარი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა;
  • როგორ დაარწმუნოთ მომხმარებელი პროდუქტების, მომსახურებისსარგებლიანობაში;
  • რასტრატეგიებს მიმართოთ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის პოზიციონირებისთვის;

გარდა ამისა, გაიგებთ, თუ რას ეძებს თქვენი ბიზნესის სამიზნე სეგმენტი, რაშია თქვენი კომპანია განსაკუთრებით ძლიერი, რა უპირატესობები აქვთ კონკურენტებს და სხვა.

დანიელი მათერი ვორქშოფს ინგლისურ ენაზე ჩაატარებს, ხოლო მსურველებისთვის ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი იქნება ხელმისაწვდომი.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს Business360.ge

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, კურსები, შეთავაზებები თუ სხვა.

 

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი – ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს არა ქედმაღლობას, არამედ პარტნიორებისა და მოკავშირეების პატივისცემას, მაშინაც კი, თუ ისინი უფრო პატარები და სუსტები არიან
შემდეგი სტატიაე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ოლიგარქის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა