საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 29, 2020 18:18

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო

მნიშვნელოვანი

  • თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო თიბისის პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება დღეიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თიბისი უზბეკეთში ე.წ. ‘’Friends and Family” რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება. თიბისის პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული. "უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც თიბისის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის, ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებაში და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. “ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პროექტის წარმატებით განხორციელება. 2020 წლის აპრილიდან საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, დავაკმაყოფილეთ ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი მოთხოვნა და მზად ვართ, გადავიდეთ დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზე, ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების შეთავაზებას კი აგვისტოში ვგეგმავთ“, - სანდრო რთველაძე, უზბეკეთში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი: წელს თიბისი უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს შესთავაზებს: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები
  • ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები
  • ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები)
  • სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალით მომსახურება.

სხვა სტატიები

 საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. ახალი გარემო სტუდენტებს დასვენების, კითხვის, სოციალური ინტერაქციის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკმა მეათე კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვა.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ბანკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის ახალი, თანამედროვე სოციალური სივრცე შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბანკის მხარდაჭერით უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა თსუ- საჩუქრად Zoom Education-ის ლიცენზიები გადასცა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დიდ აუდიტორიებთან ონლაინ ლექციების და აქტივობების განხორციელების საშუალებას იძლევა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 29, 2020 18:18