საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 5, 2020 12:22

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ ალიანსთან თანამშრომლობით ნატახტარში 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა. კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. პროდუქტი არის თითქმის მზა მდგომარეობაში და მხოლოდ ღუმელში გამოცხობას საჭიროებს. შპს ფუდ ალიანსის პროექტის მთლიანი ღირებულება 10 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.7 მლნ ლარს შეადგენს. საწარმოს მშენებლობა 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ერთ წელიწადში დასრულდა. შპს ფუდ ალიანსის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტებში (სპარი და კარფური)

კომპანია “ფუდ ალიანსი” პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ორი მიმართულებით გეგმავს. ესაა სასტუმროები და საცალო მარკეტები. კომპანია ორიენტირებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები სრულად, უფრო მცირე ზომის სასტუმროები კი 50%-ით აითვისოს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთმა, ადგილობრივმა წარმოების კომპანიამ დაიწყო ოპერირება. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. თანაც მის საბოლოო მომზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ჩვენ პარტნიორთან ერთად მოუთმენლად ველოდით როდის გამოჩნდებოდა პროდუქცია დახლებზე და ის უკვე წარმოდგენილია ჰიპერმარკეტების ქსელში. დარწმუნებული ვართ კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 5, 2020 12:22