„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს – ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კასპის რაიონში, სოფელ თვალადში არსებული ლუდსახარში ფართოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 95 000 ლარს უტოლდება. ბანკის მხარდაჭერით კი 47 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა.

კომპანია ყოველთვიურად 5 ტონა გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს.

„ბანკთან პარტნიორობით ახალი სამაცივრე ინვენტარი და ლუდის სახარში ცისტერნები შევიძინეთ. ასევე, ჭაბურღილი გავმართეთ. შედეგად, წარმოებისა და რეალიზაციის მოცულობა გაგვეზარდა. ჩვენს პროდუქციას მისი ნატურალურობა გამოარჩევს და გვსურს, წარმოება სამომავლოდ მეტად გავზარდოთ და ამით რეგიონის განვითარებას ხელი შევუწყოთ“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, ილია გურასპაშვილი.

„ინფორმაციისთვის, “საქართველოს ბანკმა” ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით, მათთვის საჭირო სერვისებზე ისარგებლონ, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა.

ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიიაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს
შემდეგი სტატიამარიუპოლში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს