„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა

 კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით,  “საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ შედეგი, დაველოდოთ შედეგს. მარტო არის ახლა ბანკში თავად“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშიკახეთის გუბერნატორი: მიმდინარეობს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელთან კომუნიკაცია
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” პროპორციული სიის ექვსმა წევრმა პარტია და სია დატოვა