საქართველოს ბანკის ინიციატივით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვორქშოფები ჩატარდა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებასა და ხელშეწყობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის ინიციატივით, 4B ფილიალში ორი ვორქშოფი გაიმართა. შეხვედრის განსახილველი თემები იყო: ბიზნესის ფინანსური გაფართოების შესაძლებლობა და ბიუჯეტის დავალიანების ეფექტური მართვა.

შეხვედრებზე სპიკერებმა ისაუბრეს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება შეფასდეს ფინანსურად, განიხილეს ბიუჯეტის საკითხები და საგადასახადო შეთანხმების დეტალები. ვორქშოფზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებსა და მათი გამოცდილების შესახებ.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და სწორედ იმ პროდუქტებს თუ სერვისებს ვთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული ვორქშოფებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ახალ შესაძლებლობებს უჩენს ჩვენს პარტნიორებს და ეხმარება, ბიზნესის სწორი მიმართულებით განავითარონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

banner
წინა სტატიაში“ყველა მახასიათებელი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა”-ვოლოდიმირ ზელენსკი
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: ნუ გაყვებით ნურც ცრუეპისკოპოს საბა (გიგიბერიას) და კგბ/ფსბს აგენტ ცრუპატრიარქ ირაკლი გიორგევიჩ შიოლაშვილს და მის “ლეგიონს” ნურც ჯოჯოხეთში პირდაპირი მნიშვნელობით, ნურც ნეოსაბჭოთა რუსეთში, ნურც რაშიზმში, ნურც მართმადიდებლობისა და ნურც საქართველოს ღალატში…