„საქართველოს ბანკის” გენდირექტორი – „ომეგა ჯგუფს” აქვს 84 მილიონზე მეტი დავალიანება – სასამართლო მიმდინარეობს, თუმცა ისინი ცდილობენ პროცესი გააჭიანურონ

„საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფი” მაქსიმალურად ცდილობს გააჭიანუროს სასამართლო პროცესი. ასე ეხმაურება კიკნაველიძე „ომეგა ჯგუფსა” და “საქართველოს ბანკს” შორის არსებულ სასამართლო დავას.

„საქართველოს ბანკის” მიმართ “ომეგა ჯგუფს” აქვს 84 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ჩვენ 2016 წლის მარტიდან უკვე ვართ სასამართლო დავაში. სასამართლო მიმდინარეობს, მეორე მხარე ცდილობს რაც შეიძლება გააჭიანუროს პროცესი, თუმცა „საქართველოს ბანკი” ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს, რომ მისი ინტერესი დაიცვას”, – განაცხადა კიკნაველიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას – როდის გამოიყენებთ სალომე ზურაბიშვილზე ტერმინს „სამარცხვინო“?
შემდეგი სტატიაჩვენი ადამიანი იქით არ გადავა, აქეთ ჩაუსაფრდნენ – ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის მამა