,,საქართველოს ბანკის და ,,მოდულის” თაღლითური გარიგება, მოსახლეობა ბინებს კარგავს”

shenoba 3  სამშენებლო კომპანია ,,მოდულმა“ მოატყუა მოსახლეობა, არ შეასრულა თავის თავზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

კორპუსი ( ქ. თბილისი: საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი, მირიან მეფის გამზირი N5), რომელიც 2008 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, სამშენებლო პროცესი წლებია შეჩერებულია. მოსახლეობის მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად კომპანიის მიერ არ განხორციელებულა არც ერთი დაპირების შესრულება”- ამის შესახებ ,,თაიმერს” დაზარალებულმა მოქალაქეებმა თამუნა ტყეშელაშვილმა და ზურაბ მექვაბიშვილმა წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია.
წერილის ტექსტს ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
,,მეტიც, სამშენებლო კომპანიის ,,მოდული“ ინიციატივით 2008 წლის 23 დეკემბერს სს ‘’საქართველოს ბანკში,, მოხდა კორპუსის იპოთეკით დატვირთვა მობინადრეებთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ასევე მას შემდეგ კომპანიასა და ბანკს შორის გაფორმდა არაერთი იპოთეკური სესხი, რის შედეგადაც საერთო ვალმა 2 მილიონ ლარამდე შეადგინა!
დღესდღეობით ,,საქართველოს ბანკი“ ოპითეკის გადახდას ითხოვს მოსახლეობისაგან (!!!)მოსახლეობის მიერ ,,საქართველოს ბანკთან“ არაერთი დაკავშირების მცდელობის მიუხედავად, ბანკი არ იცვლის საკუთარ პოზიციას, არ მოდის არანაირ შეთანხმებაზე .იპოთეკის თანხაკი არარეალურად მაღალ თანხას შეადგენს. იპოთეკით დატვირთვა მოხდა სამშენებლო კომპანიის ინიციატივით, მობინადრეთა-კანონიერ მესაკუთრეთა გაუფრთხილებლად, რაც არაკეთილსინდისიერებისა და კანონდარვევის კითხვებს ბადებს.
კომპანიამ კი საერთოდ აირიდა თავიდან ყველანაირი პასუხისმგებლობა და ბანკს იპოთეკის თანხას უკან არ/ვერ უბრუნებს. მეტიც, კომპანია გვავალდებულებს თავად გადავიხადოთ იპოთეკის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვაფრთხილებენ რომ დავკარგავთ ბინებს.
ბანკმა რამოდენიმე დღის წინ დაიწყო აღსრულების წესით ბინების გაყიდვა. ეს მიდგომა, კი უგულვებელყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბანკი უფლების ბოროტად გამოყენებით, არაკეთილსინდისიერად ახდენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას.
სასამართლოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბანკი უფლების ბოროტად გამოყენებით, არაკეთილსინდისიერად ახდენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას.
მოგახსენებთ, რომ 2006 წელს სამშენებლო კომპანიაშპს ,,მოდულმა“ დაიწყო კორპუსის მშენებლობის ხელშეკრულებების გაფორმება მოსახლეობასთან, რომელშიც გაწერილი იყო, როგორც მყიდველისთვის, ასევე კომპანიისთვის დაწესებული ვალდებულებები.
უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების პუნქტი 5.1-ის თანახმად „გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ბინა შემდეგ მდგომარეობაში“
1. შენობის ფასადი გალესილი და შეღებილი
2. სადარბაზო გალესილი და შეღებილი
3. კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია
4. შენობამდე მიყვანილი ელექტროენერგია
5. შენობაში დამონტაჟებული და ჩართული ლიფტები
6. ტიხრები ამოყვანილი, ბლოკით დამკვეთის სურვილისამებრ და სხვა…
7. შენობის ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ვადა 2008წლის აგვისტო
სამწუხაროდ კომპანია აღმოჩნდა აბსოლუტურად უუნარო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა არ შეასრულა. გარდა ამისა აღმოვჩნდით სიცოცხლისათვის სახიფათო კორპუსის მსხვერპლნი.
• კორპუსის სახურავიდან ცვივა სხვადასხვა მასალები და არა ერთხელ დაზიანდა მოსახლეებობის ავტომობილები.
• შენობაშის სადარბაზოებში არის ლიფტის შახტები, რომელშიც ლიფტი არ არის დამონტაჟებული. გარდა ამისა შახტები ღიაა და მოსახლეობისთვის საშიში
• ამასთანავე, კომპანიამ თვითნებურად მობინადრეებზე უკანონოდ გაყიდა დიდი ზომის ლიფტის შახტის ტერიტორია, სადაც ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდა იატაკის დაგება, სათავსოდ გამოყენების მიზნით
• ფასადი გალესილია, მაგრამ ბინის ექსპულატაციაში მიღება ვერ ხერხდება რადგან არ არის შეღებილი, შესაბამისად დაუსრულებელ მდგომარეობაშია
• მიმდებარე ტერიტორია არ არის კეთილმოწყობილი და გაუმართავია კორპუსთან მისასვლელი გზა, მიტოვებული მშენებლობები საფთხეს უქმნის ადგილობრივი მობიანდრეების უსაფრთხოებას
• მოუწესრიგებელია კორპუსის ეზო
• კორპუსის სადარბაზოები არ არის დასრულებულ მდგომარეობაში
• სამშენებლო კომპანიას, მას შემდეგ რაც მობინადრეების უმეტესობასთან დადებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, არაერთგზის, თვითნებურად დადო სასესხო ხელშეკრულება ბანკთან. აღნიშნული შენობა არის იპოთეკით დატვირთული და რეალობიდან გამომდინარე მობინადრეებს უხდებათ ამ კრედიტის თავად გადახდა, რათა არ მოახდინოს ბანკმა მობინადრეების ფართის აღსურლების წესით გაყიდვა.
• შენობა არ არის მიღებული ექსპლუატაციაში”- ნათქვამია განცხადებაში.

shenoba2shenoba1

 

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ წინადადებებს სთავაზობს
შემდეგი სტატია„ვფიქრობ, ასოცირების შეთანხმება ენერგეტიკის დარგში ადრეულ სარგებელს მოიტანს ყველა ქართველისთვის“