საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს ფავორიტი / კოლორპაკი სპეციალურ პირობებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტი თანამშრომლობს სტამბასთან -ფავორტი/კოლორპაკი, რომელსაც ახალი დამკვეთებისთვის სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებაზე 30%-მდე ფასდაკლება და საჩუქარი აქვს – სტამბა საქართველოს ბანკის პარტნიორ კომპანიებს დიზაინ სტუდიის მომსახურებას უფასოდ სთავაზობს.

ფავორიტი/კოლორპაკი რეგიონში ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოა, რომელიც 30 წელზე მეტია ქართული ბაზრის ლიდერია.

სტამბაში  სრული პოლიგრაფიული მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

შეთავაზებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნეს შეთავაზება საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმის ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

 

 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: დღევანდელი განაჩენი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, ეს განაჩენი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს იდეა