საქართველოს ბანკი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო პროექტების შექმნასა და განვითარებას. ახლახან პლატფორმა Businesscourse.ge-ს საჯარო გამოსვლის უნარებისკურსი დაემატა, რომელსაც რუსუდან კვაჭანტირაძე უძღვება.
საჯარო გამოსვლის უნარების კურსის გავლის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პრეზენტაციის უნარებიგაიუმჯობესონ და აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარონ.
კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და ფარავს შემდეგ საკითხებს:
• წარმატებულიპრეზენტაციისკრიტერიუმები
• საჯაროგამოსვლისთვისმომზადება
• პრეზენტატორისვიზუალურიმხარე
• პრეზენტატორისხმა
• პრეზენტაციისშინაარსი
• აუდიტორიასთანკომუნიკაცია
• დარწმუნებისტექნიკები
• კონფლიქტურისიტუაციებისგანმუხტვა
• აუდიტორიისშიშიდადაძლევისმეთოდები
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი უფასო კურსი მარკეტინგის, ფინანსების, სოციალური მედიის მენეჯმენტის, კომუნიკაციების და ბიზნესისთვის რელევანტურ სხვა საკითხებზე.
კურსები ვიდეოგაკვეთილების ფორმატშია განთავსებული, შესაბამისად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გაიაროს სასურველი კურსი.