„საქართველოს ბანკი“ წერეთლის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობაზე განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ მის ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს ბანკის“ წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში დაფიქსირდა ყაჩაღობის მცდელობა.

ფილიალში შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან პოლიცია ადგილზე ოპერატიულად მივიდა და შეჭრილ პირს დანებება შესთავაზა, თუმცა მან თვითმკვლელობის მიზნით გასროლა განახორციელა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა.

„საქართველოს ბანკი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი:სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: ყველა გვილოცავს მიშას უკრაინაში წარმატებულ დაბრუნებას