საქართველოს ბანკი მშობლებისა და ბავშვებისთვის სახალისო ონლაინ გაკვეთილებს იწყებს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკი sCool card-თან და „ჯიბის სტუდიასთან“ ერთად, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, სახალისო ონლაინგაკვეთილების სერიას იწყებს.

ონლაინ გაკვეთილების სერია მოიცავს მოძრავი სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნის 5 გაკვეთილს. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები და მათი მშობლები შეისწავლიან მარტივ და პრაქტიკულ ხერხებს თუ როგორ უნდა დაამზადონ ფერადი ფურცლებისგან სამგანზომილებიანი სხავდასხვა ცხოველები თუ საგნები. ვიდეო გაკვეთილების სერია მსურველთათვის სრულიად უფასოა. თითოეულ გაკვეთილზე მონაწილეები გაეცნობიან ახალ ტექნიკას და დაამზადებენ ოთხფეხა ცხოველებს, მოძრავ თოჯინებს, მხიარულ ავტობუსს და ა.შ. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ობიექტების დამზადების პროცესში მშობლების ჩართულობა სასურველია, ეს ონლაინ გაკვეთილს უფრო ეფექტურს გახდის. 8-9 წლის ასაკიდან ონლაინგაკვეთილში მონაწილეობის მიღება კი დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, რადგან ობიექტების შექმნის პროცესი ვიდეოებში დეტალურად არის აღწერილი.

იმისათვის რომ ბავშვებმა და მშობლებმა თავისუფლად შეძლონ ვიდეოს ნახვა, ისინი უნდა ეწვიონ ბმულს: https://bit.ly/BOGpocketstudio

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის წინ გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატიაეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა