საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს

22 ივლისი, 2021- საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივებული პროცესით არის შესაძლებელი.

სიახლის ფარგლებში მომხმარებელი ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის ციფრულ არხებშივე შეძლებს იხილოს მისთვის ხელმისაწვდომი სესხის ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, (იქნება ეს იპოთეკური სესხი, განვადება, სამომხმარებლო სესხი თუ საკრედიტო ბარათი). საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად გაიაქტიუროს დამტკიცებული სესხი.

მომხმარებელს მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული შეთავაზებები მისაღებად შეუძლია მობილბანკშივე მიუთითოს საკუთარი შემოსავლები, საჭიროების შემთხვევაში ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიუთითოს სასურველი თანხა და ვადა.

იმისათვის, რომ მომხმარებელს ახალი ფუნქციონალი მობილბანკში გამოუჩნდეს, საჭიროა აპლიკაციის განახლება App Store ან Play Store-ში.

„ინოვაციურობა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ბიზნესპრინციპია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენი ციფრული არხებით სარგებლობა მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. ეს სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომელიც აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, არათუ გაიგოს მისი მაქსიმალური ლიმიტი ფილიალში მისვლის გარეშე, არამედ საჭიროების შემთხვევაში იქვე მარტივად გაიაქტიუროს კიდეც დამტკიცებული სესხი. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული სიახლეების შეთავაზებას“- განაცხადა ლევან კობახიძემ, საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაცია სიახლის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3kFDpK8

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო