საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა

 

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების 25-ე ყოველწლიურ ცერემონიას ლონდონში უმასპინძლა.

“ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მზარდი მნიშვნელობა ციფრული საბანკო სერვისების სტანდარტებს მუდმივ რეჟიმში განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმოჩენას ემსახურება, რომლებიც ინოვაციური ციფრული გადაწყვეტებით მოწინავე ადგილს იკავებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს აწესებენ“, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო რეგიონში სხვადასხვა მიღწევის შედეგად მიიღო. მათ შორისაა ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 30%-იანი ზრდა და ბიზნეს საბანკო ტრანზაქციების 99%-ის სრულად ციფრულად შესრულება;  ავტომატიზებული, ციფრული შეთავაზებები ბიზნესისთვის, სატენდერო გარანტიების გაციფრულება, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის სიმარტივე; ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკის, ასევე სხვა ციფრული პლატფორმების მომხმარებელთა შეფასებები და ა.შ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ შეუფასებელ ძალისხმევას, რათა დავნერგოთ რეგიონსა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტები და სერვისები. ჩვენი გუნდის 8000-ზე მეტი წევრი მიჰყვება წლების წინ შემუშავებულ სტრატეგიას, რომ ვიყოთ რელევანტური ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყოველდღიურ საქმიანობაში, Global Finance-ის ჯილდო კი ამის საუკეთესო აღიარებაა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივ რეჟიმში ვიყენებთ ტექნოლოგიურ პროგრესს ბიზნესების გასაძლიერებლად და მათთვის საუკეთესო შესაძლებლობების გასაზიარებლად“, – განაცხადა ლევან გომშიაშვილმა, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი Global Finance-ის დაჯილდოებაზე ჯამში 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა, მათ შორის მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი – მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო.

 

banner
წინა სტატიაშილევან ანთაძე: ბათუმელების ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი ივანიშვილის სამიზნე გახდა
შემდეგი სტატია2006 წლის 7 ოქტომბერს ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს