6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

ერთი ქართველი სპორტსმენი და ერთი კრეატორი – ეს საქართველოს ბანკის ახალი YouTube პროექტია.

პროექტი “ფორმაში” მაყურებლებს ერთი სუნთქვით სანახავ ეპიზოდებს ჰპირდება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სპორტსმენები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ.

თითოეული ეპიზოდის განმავლობაში, გადაცემის მონაწილეები 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

პირველი ეპიზოდი 17 თებერვალს, საქართველოს ბანკის YouTube არხზე – @argacherde განთავსდება,  სტუმრები კი იქნებიან სპორტსმენი, გიორგი ლორია და კრეატორი, გიორგი ქორიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში. 

banner
წინა სტატიაშითაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან