საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

27 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

banner
წინა სტატიაშიეს არის შეურაცხყოფა მართლმადიდებლობის, ტრადიციის, ისტორიის – ზარქუა ვენეციის კომისიის დასკვნაზე
შემდეგი სტატიამდინარაძე – საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ ქვეყანაში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება