20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა

ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.

ბორტზე 274 მგზავრი იმყოფება, მათ შორის არიან ჩინური მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ბლოგერები, ვლოგერები, რომლებიც საქართველოს შესახებ მასალას მოამზადებენ.

ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 100 470 საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ჩინეთის ბაზრიდან მოთხოვნის სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.

China Eastern Airlines მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებენ ჩინეთის კიდევ ორი უმსხვილესი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines. ორივე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისსა და ურუმჩის შორის ასრულებს, ხოლო Air China მგზავრებს ურუმჩის გავლით პეკინში გამგზავრების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიეკა კუპატაძე ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ახლობელს ეხმაურება, რომელიც ბრალდებული მძღოლისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაარჩილ გორდულაძე: ევროპულ ბიუროკრატიაში არც პოლიტიკოსი და არც ადამიანი არსებობს, რომელსაც გონი მოეკითხება