„საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში“ – დავით ბაქრაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, აშშ საქართველოს განიხილავს როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში. ბაქრაძის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი იყო:

„ვიცე-პრემიერ მაიკ პენსთან შეხვედრის დროს ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ამ კუთხით აშშ-ის ურყევი პოზიციის შესახებ. მივიღეთ გზავნილები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისწრაფებების აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული საკითხების გაღრმავებისადმი მზაობას აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. შემდგომი შეხვედრები უკვე გამსჭვალული იყო ამ პოზიტიური სულისკვეთებით და, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ქართულმა მხარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების წარმომადგენლები ვერ მალავენ პიროვნულ უპატივცემულობას პრეზიდენტის მიმართ” – ირაკლი აბესაძე
შემდეგი სტატია„შესაძლოა კვლავ გამწესდნენ მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია, არც პრინციპულობა“ – ანა ნაცვლიშვილი