11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

“საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი. რა არ მოსწონს კაია კალასს, გაუგებარია”- მაკა ბოჭორიშვილი

„კაია კალასის მხრიდან, პირველ რიგში, გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით და თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატია, მათ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება საქართველოსთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, თუნდაც იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც ხშირად თავად აკეთებენ ხოლმე აქცენტებს. შესაბამისად, საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი, საქართველოს ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული, ის იცავს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს და აკეთებს იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და სათანადო პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის. რა არ მოსწონს ამ კურსში კაია კალასს, ეს გაუგებარია, რატომ არის ეს კურსი ევროკავშირთან შეუთავსებელი, ესეც გაუგებარია, შესაბამისად, თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში“,_ განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და უპასუხა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, რომელმაც 21 აპრილს თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, “რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს”.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე: NATO მრავალი საფრთხის წინაშე დგას – თუმცა, ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა მოკავშირეების დასაცავად
შემდეგი სტატია17-17 წლით პატიმრობა ნარკორეალიზაციისთვის – სასამართლომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო