„საქართველოს არ სურს, ძვირი ირანული გაზის შესყიდვა“

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, მაღალი ფასის გამო, საქართველო ირანული გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრა.

„ირანული გაზის ტრასპორტირება საქართველოში ორი გზით არის შესაძლებელი – აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, თუმცა, ფასები არაკონკურენტუნარიანია და ამიტომ, ირანული გაზის შესყიდვაზე მხოლოდ მომავალში შეიძლება ვისაუბროთ“, – განაცხადა კალაძემ.

ირანული გაზის საექსპორტო კომპანია „NIGEC“-ის ხელმძღვანელ ალიზერა ქამალის განცხადებით, უახლოესი 7 თვის განმავლობაში, ირანი საქართველოში 200 მილიონი კუბამეტრ გაზის ექსპორტის საკითხს განიხილავს.

გარდა ამისა, როგორც „NIGEC“-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, თეირანი და თბილისი გაზის მიწოდების თაობაზე ხანგრძლივი კონტრაქტის საკითხს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანთან გაზის დამატებით მოცულობებზე შეთანხმება რამდენიმე დღეში მოხდება
შემდეგი სტატიალია გიგაური კომიტეტის სხდომაზე – მითხრათ, რაში ჩანს, რომ ბავშვებს ჰომოსექსუალიზმს ვასწავლით?