27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

“საქართველოს არ ჰყავს პოლიცია და სასამართლო, ეს ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახურებია”- შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული პოლიციელების შესაძლო გათავისუფლებასა და საქმეში დაზარალებულების მიერ პრეტენზიების ნოტარიულად მოხსნის ფაქტს ეხმაურება.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მომხდარს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზაციის მაგალითად აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტები მოქალაქეების ნაცვლად “ოცნების” ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან.

სამუდამოდ უნდა მივხდეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ არ გვყავს არანაირი პოლიცია, არანაირი პროკურატურა, არავითარი სასამართლო, არანაირი სპეცსამსახურები სამწუხაროდ, საქართველს გააჩნია ბიძინა ივანიშვილის და მისი დანაშაულებრივი ჯოგის პირადი უსაფრთხოების სამსახურები, სადაც შედის ეს ე.წ. პოლიციაც. დანარჩენი, ყველა არის მათი შესაძლო სავარაუდო მსხვერპლი ამით ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არის პატიებადი, – ამბობს შალვა ნათელაშვილი ტვ პირველთან.

banner
წინა სტატიაში“სტარმერმა სრული კრახი განიცადა, გადადგება”- ტრამპი
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ალკოჰოლის მოხმარებაზე შეზღუდვა დაწესდა – მიზეზი მაღალი ტემპერატურაა