საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი, რომ მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა – ვინიკოვი

საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია, ის არის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, კლუბის წევრი, რაც გულისხმობს პარტნიორების შერჩეულ რაოდენობას, რომელთაც მეტი წვდომა აქვთ ნატო-სთან პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა.

ვინიკოვის თქმით, საქართველოსგან ნატო-სგან უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოს ასევე აქვს უნიკალური პაკეტი სახელწოდებით „საქართველოს არსებითი პაკეტი“, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს ნატო-სთან, ის ყოველდღიურ დახმარებას უწევს ქვეყანას საქართველოში მყოფი მრჩევლების მეშვეობით, ასევე იმ მრჩევლების მეშვეობით, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს, რათა დაეხმარონ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფისისა და სხვა ინსტიტუტების რეფორმირებაში. გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ასე რომ საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი ნატო-სთან, რათა მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ასევე იმ პროცესში, რომ გაძლიერდეს და უკეთ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ვინიკოვმა.

banner
წინა სტატიაშილექსო თორაძის გარდაცვალებით, საქართველომ დიდი ქართველი დაკარგა, მუსიკამ დიდი პიანისტი და მეგობრებმა დიდი მეგობარი – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაკობახიძემ გამოიყვანა, რომ ივანიშვილი არის ბოლო დონის ჩათლახი – უგულავა