“საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მას მხარდამჭერები მოეძებნება როგორც “დემოკრატებში”, ისე “რესპუბლიკელებში”

საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მას მხარდამჭერები მოეძებნება როგორც “დემოკრატებში”, ისე “რესპუბლიკელებში”, ასევე ფართო საზოგადოებრივ ფენებში, ეს განწყობები კი პოლიტიკის განსაზღვრას განაპირობებს, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბრინკმა აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ობამაა, ის მოვალეობას შეასრულებს 19-20 იანვრამდე, ვიდრე არ მოხდება ახალარჩეული პრეზიდენტის, ტრამპის ინაუგურაცია.

“ინაუგურაციის შემდეგ იქნება ხელისუფლების გადაბარება და ამ პერიოდში, ძველი ადმინისტრაცია ახალ ადმინისტრაციას ეხმარება, ხდება გადამზადება. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და მას მხარდამჭერები მოეძებნება როგორც “დემოკრატებში”, ისე “რესპუბლიკელებში”, ასევე ფართო საზოგადოებრივ ფენებში, ეს განწყობები კი პოლიტიკის განსაზღვრას განაპირობებს”, – განაცხადა ბრინჯმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ახალი ტერაქტები აღკვეთეს
შემდეგი სტატიარომის პაპმა მღვდლებს აბორტის ცოდვის მიტევების ნება დართო