15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ”- ბოჭორიშვილი ერევანში შეხვედრაზე

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს.

“ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსულმა ძალებმა ავტობუსს დაარტყეს, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაჰყავდა
შემდეგი სტატიაბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა