საქართველოს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი – მოსკოვი-სოხუმის ე.წ. შეთანხმება

საქართველოს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი- ასე შეაფასეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმების დოკუმენტი:
“მოსკოვსა და სოხუმს შორის, ეს ე.წ. შეთანხმება და ხელმოწერილი დოკუმენტი არის იმ პროცესის გაგრძელება, რაც დაწყებულია. რეალურად ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას და ჩვენ ამ ქმედებას ვაფასებთ როგორც საქართველოს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. პრეზიდენტის აზრით, ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ ზოგადად მშვიდობას რეგიონში.” განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ქრთამის აღების ფაქტზე ეკონომიკის მინისტრი დააკავეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს გოგონების რიტუალური დასახიჩრების საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს