20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

ისინი საქართველოში გუშინ, 24 მაისს, ჩამოვიდნენ და ქვეყანაში 29 მაისამდე დარჩებიან.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრა ასევე იგეგმება რელიგიურ ლიდერებთან.

„შეხვედრები ფოკუსირებული იქნება ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზაზე დაყენების საჭიროებებზე, ასევე ქართველი და ამერიკელი ხალხის კეთილდღეობის გაზრდაზე“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დელეგაციის შემადგენლობას არ აკონკრეტებს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში ზემო ფაბრიკის აღმართზე მეწყერი ჩამოწვა — მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები
შემდეგი სტატია„გახარია საქართველოსთვის” პარლამენტს მოუწოდებს შეწყვიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას