საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვივნენ

თბილისს, აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები ეწვივნენ.

კონგრესის თანამშრომლების დელეგაცია შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან, „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენლებთან, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსთან, გივი მიქანაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსთან,ნიკოლოზ სამხარაძესთან გამართავს.

დელეგაცია ასევე შეხვდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქეით ფერონთან.

კონგრესის თანამშრომლები ესტუმრებიან ვაზიანის სამხედრო ბაზასაც, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს შეხვდებიან.

ვიზიტის ფარგლებში, კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და სოფელ დიდ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებენ.

დელეგაცია, ასევე, რიჩარდ. გ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს დაათვალიერებს და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

დაგეგმილია შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ოფისის დირექტორთან, მაგდა მაღრაძესთან და ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან.

აშშ-საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები საქართველოს კულტურულ ძეგლებს დაათვალიერებენ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.

დელეგაცია საქართველოს 1 ივნისს დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ იმოქმედა სწრაფად და ეფექტურად – გახარია “კურიერის” ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება
შემდეგი სტატიალაგოდეხში 16 წლის გოგოს ეძებენ, რომელიც დინებამ წაიღო