საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები 9 აპრილს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ავიდნენ

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები 9 აპრილს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ავიდნენ.

“რუსეთი ოკუპანტია!”, “თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა…”, “მოვითხოვთ დეოკუპაციას!” – სტუდენტებს ეს და სხვა პლაკატები ეჭირათ.

ანტიოკუპაციური მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა სტუდენტებს ატოცის პრეცენდენტის მნიშვნელობაზე ესაუბრა, საოკუპაციო ზოლთან გაიყვანა და ისინი ჯგუფის ყოველდღიურ პატრულირებაში ჩართო.

შედარებისთვის: 2018 წლის 7 ნოემბრიდან, ანუ, ატოცში რუსული ბორდერიზაციის შეჩერებიდან დღემდე ამ სოფელში საქართველოს მოქმედი პარლამენტის მხოლოდ რამდენიმე წევრი (უმცირესობიდან) მივიდა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო რწმუნებულმა აზა ადამიას საფლავს პატივი მიაგო
შემდეგი სტატია30 წლის წინ მე არ ვიყავი ამ მოედანზე, მაგრამ სულით და გულით ვიყავი აქ მდგომი ხალხის გვერდით