„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არ ადასტურებს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ არ ადასტურებს მედასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოში ამ ეტაპზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

„ავიაკომპანიასთან მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს“ – ნათქვამია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა და უახლოეს მომავალში Ryanair თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებდა.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო ეთერში პირველად გამოჩნდა მაკიაჟით
შემდეგი სტატიააფეთქება ვეძისში – დაზიანდა ავტომანქანები