საქართველოს აეროპორტები მგზავრთა ნაკადის გაზრდას 40%-იდან 48%-მდე ელოდებიან

ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოს აეროპორტები მგზავრთა ნაკადის გაზრდას 40%-იდან 48%-მდე ელოდებიან. ინფორმაციას ბიზნესკონტრაქტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

“2017 წელს ველოდებით, საშუალოდ, 40%-დან 48%-მდე მგზავრთნაკადის ზრდას. ყველა საერთაშორისო აეროპორტი მზად არის და მათი გამტარუნარიანობა სავსებით აკმაყოფილებს ამ ზრდას. თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულდება 2017 წლის სექტემბერში და ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება”,- აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ბიზნეს განვითარების მენეჯერი დეა მაჭავარიანი.

მისი თქმით, 2016 წელს საქართველოს 26%-იანი ზრდა, რითიც მეორე ადგილზე ვართ ევროპაში ზრდის მიხედვით. პირველ ადგილზე იყო ისლანდია 40%-ით.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში 14:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი” რუსთავი 2″-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორს და ობიექტურს უწოდებს