საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის საქმეზე მრავალწლიანი უშედეგო გამოძიება დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების სისტემას.

ასოციაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართავს, დროულად მოახდინოს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება დაზარალებულად ცნობილი პირისთვის საქმის მასალების გადაცემის უფლებას.

„სოლიდარული ვართ პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახის წევრთა მოთხოვნის მიმართ – არ შეწყდეს გამოძიება აღნიშნულ საქმეზე. პოზიტიურად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტს ინიციატივა დაჩქარებული წესით მოახდინოს ამ კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის ისეთი დარეგულირება, რომელიც შესაძლებელს გახდის საქმეზე გაგრძელდეს და გონივრულ დასასრულამდე მივიდეს გამოძიების პროცესი.

აქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ დროულად მოახდინოს იმ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება დაზარალებულად ცნობილი პირისთვის საქმის მასალების გადაცემის უფლებას.

ამასთან, საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებთ, მიუხედავად დიდი დროის გასვლით შექმნილი სირთულეებისა, საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რათა ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ღია კითხვას გაეცეს შესაბამისი პასუხი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ სამართლებრივი ინსტრუმენტის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას“,- აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე უფლებამოსილი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს
შემდეგი სტატიაე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება