საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ადვოკატებს დღეს არჩევანის გაკეთება დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის მოუწევთ, რომლებიც მეორე ტურის რეგისტრირებული კანდიდატები არიან.
სპორტის სასახლეში ამომრჩეველ ადვოკატთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო. ხმის მიცემა 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. არჩევნების შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. მეორე ტურის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ერთ-ერთი კანდიდატის დავით ასათიანის მხარდამჭერებმა კომისიის რამდენიმე წევრი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა, დავით ასათიანმა 1 129 ხმა მიიღო, ლევან ჯანაშიამ – 635.

banner
წინა სტატიაში“სიცოცხლე არ მეორდება” – წერწერა ზებრა-გადასასვლელთან
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა