საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისასვლელად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი – დანიგანი

“დემოკრატია არ დგება შემთხვევით, ის მოითხოვს მუდმივ ძალისხმევასა და წვლილის შეტანას ყოველი ახალი თაობის მიერ, თითოეული ჩვენგანის მიერ. დემოკრატია ნიშნავს ტოლერანტობას, კომპრომისებს და ასევე ნიშნავს, რომ ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, უნდა გაუმჯობესდნენ და უფრო მეტად ანგარიშვალდებულები გახდნენ ხალხის მიმართ, რომელსაც ემსახურებიან.

ახლა მინდა შევეხო შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატიას – საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ის მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ამერიკელებსა და ქართველებს აკავშირებთ ერთმანეთთან, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებაზე – თავისუფლებაზე, რომელიც ასევე წარმოადგენს დემოკრატიის მთავარ ელემენტს. ჩემი, როგორც შეერთებული შტატების ელჩის უმთავრესი მოვალეობა არის ამ მეგობრობის გაღრმავება და დახმარების გაწევა საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და ეს გამოიხატა ევროკავშირის მიერ მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. მე მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისასვლელად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. საზოგადოების ყველა სეგმენტმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, რომ ქვეყანამ თავის მთავარ მიზანს მიაღწიოს. მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს ამას შეძლებს და ეს მალე მოხდება და მე ვიცი, რომ აშშ იქნება საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე”.- ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ვერავინ წარმოიდგენდა 5-10 წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერს მოუწევდა მტკიცება, რომ ქალი ქალია, კაცი -კაცი – ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე – ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები