საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს შეიკრიბება

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს შეიკრიბება. არჩევნების შედეგების მიხედვით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და პარლამენტში 115 დეპუტატით შევა. მეორე ყველაზე მაღალი შედეგით ნაციონალური მოძრაობაა. პარტია საკანონმდებლო ორგანოში 27 დეპუტატს შეიყვანს, პარლამენტში ასევე იქნება პატრიოტთა ალიანსის 6 წევრი, ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ერთი დეპუტატი.

ახალი თავმჯდომარე კი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, იქნება.

ირაკლი კობახიძემდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ:

დავით უსუფაშვილი, 21 ოქტომბერი, 2012 – 17 ნოემბერი 2016
დავით ბაქრაძე, 7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012
ნინო ბურჯანაძე (მეორეჯერ), 22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008
ნინო ბურჯანაძე, 9 ნოემბერი, 2001 – 22 აპრილი, 2004
ზურაბ ჟვანია (მეორეჯერ), 20 ნოემბერი, 1999 – 1 ნოემბერი, 2001
ზურაბ ჟვანია, 25 ნოემბერი, 1995 – 20 ნოემბერი, 1999
ედუარდ შევარდნაძე, 4 ნოემბერი, 1992 – 25 ნოემბერი, 1995
ნოე ჟორდანია, 8 ოქტომბერი, 1918 – 12 მარტი, 1919
პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერები მე-9 მოწვევის პარლამენტში იქნებიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ილია ნაკაშიძე. ამავე თანამდებობაზე წარდგენილები არიან ნაციონალური მოძრაობიდან სერგი კაპანაძე, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, დავით ბაქრაძე იქნება.

ფრაქცია ქართულ ოცნებას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო თანამდებობები ასე გადანაწილდა:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მისი მოადგილეები კი გელა სამხარაული და ირაკლი შიოლაშვილი იქნებიან.

განათლებისა მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება მარიამ ჯაში, მისი პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, მეორე მოადგილე კი გუგული მაღრაძე.

გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იქნება, პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, მეორე მოადგილე კი ენძელა მაჭავარიანი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება რომან კაკულია, პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე, მეორე მოადგილე კი რევაზ არველაძე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, მეორე მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე, მეორე მოადგილე კი ბექა ნაცვლიშვილი იქნება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშილი იქნება, პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია მეორე მოადგილე კი კობა კობალაძე გახდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკა ბესელია უხელმძღვანელებს, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი იქნება, მეორე დავით მათიკაშვილი.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება გიორგი ლილუაშვილი, პირველი მოადგილე მერაბ ქვარაია, მეორე მოადგილე კობა ლურსმანაშვილი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა იქნება პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე, მეორე მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

საპროცედურო კომიტეტს უხელმძღვანელებს გიორგი კახიანი, მისი პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი იქნება, მეორე მოადგილე კი შალვა კიკნაველიძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს, მისი პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე იქნება მეორე კი ირაკლი ბერაია.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იქნება, მისი პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მეორე კი ლევან კობერიძე იქნებიან.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფო კილაძე უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე უარი მანანა კობახიძემ თქვა.

სპორტის კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ კვირიკაშვილს ამ დრომდე არ დაუსახელებია. არ არის გამორიცხული საკანონმდებლო ორგანოდან მთავრობაში რამდენიმე პოლიტიკოსმა გადაინაცვლოს. პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარუდგენს.

banner
წინა სტატიაში(video) პრანკერმა ვოვანმა ამჯერად პოროშენკო გააბითურა
შემდეგი სტატიაპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ