საქართველოს 7 ქალაქში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მატარებლების მოძრაობის გრაფიკი იცვლება

საქართველოს 7 ქალაქში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მატარებლების მოძრაობის გრაფიკი იცვლება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: ამას მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვით შეშინებული ხელოსუფლება თუ გააკეთებს!
შემდეგი სტატიადღეიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და საჯარო ბაღები დაიხურება