19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026
banner

საქართველოს 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლა აეკრძალება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ საქართველოს 55 მოქალაქეს ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდება.

ბაიბა ბრაჟეს თქმით, აღნიშნული პირები ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შეიყვანა და მათ ​ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდათ.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანო. ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერის მოადგილე: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული – მოსახლეობასთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია
შემდეგი სტატიათბილისში, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი კიდევ 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს