12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები დასრულდა

ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში, სადაც საკრებულოების 4 მაჟორიტარი წევრის ასარჩევად შუალედური არჩევნები მიმდინარეობდა, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში 7 საარჩევნო უბანი მოქმედებდა.

კენჭისყრა როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული მოდელით ჩატარდა. ვანის უბანზე და წალკის 3 საარჩევნო უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები გამოიყენეს.

საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენდა, ხოლო გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნით ადმინისტრაციას 50-მა მოქალაქემ მიმართა.

არჩევნებში 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 7 კანდიდატი მონაწილეობდა. დმანისში, წალკასა და ვანში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ კანდიდატები იბრძოდნენ, ხოლო ახმეტაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიროსტომაშვილი: თბილისში ლიფტების უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა 30 წლის წინ გაუვიდა
შემდეგი სტატიაკუნძულ კრეტაზე ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია