საქართველოს 12 000-ზე მეტი მოქალაქე მანიფესტზე ხელმოწერით „ე.წ კომენდანტის საათის’’ გაუქმებას ითხოვს

13 მაისს, 11:00 საათზე, მანიფესტის ავტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ თევზაძე და ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მთავარი რედაქტორი გიორგი ჩიტიძე ბრიფინგს გამართავენ (მის: აღმაშენებლის 73). მათი მოთხოვნაა, უახლოეს სხდომაზე მთავრობამ განიხილოს მანიფესტის შინაარსი, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს დადგენილებაში და გაუქმდეს „ე.წ კომენდანტის საათი’’.
ამ დროისთვის, მანიფესტს ხელი მოაწერა 12 731-მა საქართველოს მოქალაქემ. ეს არის მოქალაქეთა უპრეცედენტო რაოდენობა, რომელთაც ოდესმე, ასეთ მცირე დროში, ხელმოწერით დაუდასტურებია საკუთარი მოთხოვნა მთავრობის მიმართ.
მიგვაჩნია, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. „კომენდნტის რეჟიმი“ კი არ ზღუდავს, არამედ, იწვევს ადამიანთა მეტ კონცეტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში. საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას, დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება.
მანიფესტი სახელწოდებით: „გაუქმდეს ე.წ კომენდანტის საათი’’ 2021 წლის 23 აპრილს გამოქვეყნდა ვებ-პლატფორმაზე:
https://manifest.ge/item/3266?fbclid=IwAR1WOwA3tVZAV86Cy8ZFhMNlwY5vnhfyv8FMvScs6yk8HR7Obyut1UTRcs.
მანიფესტში მოცემულია ყველა საკვანძო არგუმენტი და დასაბუთება, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული მიმოსვლის შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რომელიც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო – ცხოვრებაში მთავარია, რომ ადამიანმა იპოვოს მესია, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მხსნელი, ემსახუროს მას ჭეშმარიტებით
შემდეგი სტატიაისრაელში, ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს