საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი უფრო მარტივი იქნება, შემთხვევები 3000-ს გადააჭარბებს – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში მძიმე ეპიდვითარებაა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი, 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კი 3000-ს უახლოვდება.

სპეციალისტები მოქალაქეებს რეგულაციების მკაცრი დაცვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელია შემთხვევების მკვეთრი მატება.

“ფიქსირდება ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ნოემბრის ბოლოს შესაძლოა ეს მატება 3000-ს გადასცდეს. ევროპაში გამოაცხადეს სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო მარტივი იქნება,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიადიალოგს არ აქვს ალტერნატივა, პარლამენტი არის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა – გიორგი გახარია