“საქართველომ უნდა განავითაროს ცოდნის და არა მარიხუანას პლანტაციების ეკონომიკა“ – გრიგოლ ვაშაძე ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 12, 2018 13:37

“საქართველომ უნდა განავითაროს ცოდნის და არა მარიხუანას პლანტაციების ეკონომიკა“ – გრიგოლ ვაშაძე ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. ვაშაძემ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ახალი ხელისუფლება იქნება მრავალპარტიული და კოალიციური, რომელიც განავითარებს ცოდნას და არა მარიხუანას პლანტაციების ეკონომიკას.

მისივე თქმით, განათლების სფეროს დაფინანსება გაორმაგდება. საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სკოლის მასწავლებლების ხელფასი ათას ლარს გაუტოლდება.

„ძალიან გულწრფელი საუბარი იყო და ვინც ამბობს, რომ საქართველოს ახალგაზრდობა პასიური იყო და არაფერი მას არ აინტერესებს გარდა თავისი თავის და გართობისა, ეს ხალხი ახალგაზრდობას არ იცნობს.უბრალოდ, მინდა ვთხოვო, ასე გააგრძელეთ ჩემო ძვირფასებო, და ყველა მობრძანდით არჩევნებზე, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე უპირველეს ყოვლისა თქვენი ბედი წყდება“-აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 12, 2018 13:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,249
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics