“საქართველომ უნდა დაადასტუროს, რომ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტების არჩევნების ჩატარება”

ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილის იმედოვნებს, რომ 8 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში და არჩევნების დღესაც, სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან, უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება.

სახელმწიფოს მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიმშვიდისკენ და შეახსნებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რამდენიმე დღეში, საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს და გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მის მნიშვნელობას. არჩევნები ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება. სახელმწიფოს მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოუწოდეს სიმშვიდისკენ და შეახსნებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი”,-განაცხადა მიშველაძემ.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესს საქართველოში რამდენიმე ასეული დამკვირვებელი – 54 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანი და სტაბილური საარჩვენო პროცესის უზრუნველყოფას.

“საქართველოში უკვე იმყოფებიან ეუთო-ს წარმომადგენლები. პრეზიდენტი მიესალმება და მადლობას უხდის მათ ამ ჩართულობისთვის. ქვეყნის პირველი პირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მათ მოსაზრებებს საარჩევნო გარემოსთან და მთლიანად პროცესთან დაკავშირებით”,-განაცხადა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 2000-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ